თოვლი, ძლიერი ქარი, ყინვა - უახლოესი დღეების ამინდი საქართველოში

გამოდარება მხოლოდ 7 და 8 იანვარს არის ნავარაუდევი.
Sputnik
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევრიდან თოვაა ნავარაუდევი, განუცხადა „პირველ არხს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ.
„საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევრიდან თოვაა ნავარაუდევი, ზოგან ძლიერი. საღამოს საათებში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. არაა გამორიცხული, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქიც იყოს“, - განაცხადა გავაზავამ.
მისი თქმით, შედარებით თბილი ამინდი იქნება ზღვისპირა რაიონებში. დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია+8 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში კი 3-5 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი, რაც ხვალ, დილის საათებიდან შესუსტება.
კახეთის რეგიონსა და დედაქალაქში გამოიდარებს, მაგრამ იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერდება.
საქართველოს მთიან რაიონებშიც ზოგან იქნება წვიმა, რომელიც დროგამოშვებით გადავა თოვლსა თოვლ-ჭყაპში.
როგორც გვაზავამ აღნიშნა, გამოდარება ორი დღით არის მოსალოდნელი.
„ 7-8 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ყინვა მოიმატებს7 იანვრის ღამის საათებში“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.