თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ „თიბისი ბანკში“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების გვერდეზე გავცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი 39 წლის მამაკაცი მომხდარიდან მეორე დღესვე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 3 იანვარს თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „თიბისი ბანკის“ ფილიალში ბრალდებული პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულს ითხოვდა, თუმცა განგაშის სიგნალის ჩართვის გამო ბრალდებულმა თანხის დაუფლება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - აღნინშულია პორკურატურის ინფორმაციაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ყაჩაღობას, ესე იგი თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თავდაპირველად გამოძიება ბრალდებულს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედევაბოდა, რაც შემდგომში მოეხსნა, რადგან პისტოლეტი სათამაშო აღნოჩნდა.
წყარო - საქართველოს პროკურატურა