თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა, ჩაკეტილია გზის სავალი ნაწილი, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
„ქვისცვენის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია განცხადებაში.
არასათანადო ხილვადობის გამო გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილით განახლდება, აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური პირობები გაუარესდა. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია თოვლი, ძლიერი ქარი და ყინვა.