თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. მომღერალი კაკული გურიელაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ვაჟი მიშელ გურიელაშვილი ავრცელებს.
„დიდი მწუხარებით ვწერ, რომ მამაჩემის სული სამყაროს შემოქმედმა ჩაიბარა..." - წერს მომღერლის შვილი.
59 წლის მომღერალი ბოლო წლები მძიმე სენს ებრძოდა. ბოლო წლებში ის ისრაელში ცხოვრობდა. ავადმყოფობის მიუხედავად, კონცერტებს მაინც ატარებდა.