დღეს 2024 წლის 5 იანვარია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
დღე ჩვეული და სასიამოვნო რიტუალებით დაიწყეთ – არომატული ყავა ან ჩაი, და რაც მთავარია, დატკბით ამ წუთებით. დღე აქტიურად გაგრძელდება. არ ღირს სახლში ჯდომა, წადით იქ, სადაც ბევრი ხალხია – ნაცნობებიცა და უცნობებიც. გაერთეთ, გაიხსენეთ ბავშვობა...
საღამოს მომავლის დაგეგმვაზე იმუშავეთ. მოსაწყენი რომ არ იყოს, შეგიძლიათ გეგმაში რისკის ელემენტები და ექსპერიმენტებიც ჩართოთ.
ვერძი: ადამიანებს თავს ნუ მოაბეზრებთ – ელაპარაკეთ მათ, ვინც საუბრის განწყობაზეა. ძალიან კარგი დღეა იმისთვის, რომ რამე ახალ საქმეს კბილი მოუსინჯოთ. მაგრამ ფრთხილად და ნელა იმოქმედეთ – თავიდან ადვილი არ იქნება. ცუდი დღე არ არის მუშაობისთვის – თუ წინა წელს რაღაც საქმეების დამთავრება ვერ მოასწარით, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა.
კურო: ჯობია, თავი შორს დაიჭიროთ მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეებისგან, არის რისკი, რომ გეგმას ვერ მიჰყვეთ. მაგრამ მსუბუქი ამოცანების შესრულებაც გაგიჭირდებათ. ეს ის დღეა, როცა უპრიანი იქნება, დივანზე წამოკოტრიალდეთ და საყვარელ ფილმებს უყუროთ ან წიგნი წაიკითხოთ. ასტროლოგები როგორც ამბობენ, საღამოს სიურპრიზი გელოდებათ – დიდია ალბათობა იმისა, რომ ძალზე საინტერესო ადამიანი გაიცნოთ.
ტყუპი: კარგი იქნება, თუ დილით ადრე ადგებით და გააკეთებთ იმ საქმეებს, რომლისთვისაც აქამდე ვერ მოიცალეთ. თუ ეს ისეთი რამაა, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ, მით უკეთესი. ასტროლოგები გირჩევენ, ადამიანებს თავი არ მოაბეზროთ ბევრი ლაპარაკით – ამის ხასიათზე ყველა არ იქნება. იკონტაქტეთ მათთან, ვინც ღია იქნება ურთიერთობებისთვის.
კირჩხიბი: არ ღირს მნიშვნელოვან და სერიოზულ საქმეებზე ლაპარაკი – არაა შესაფერისი დრო იმისთვის, რომ დაიძაბოთ და ვინმეს რამე უმტკიცოთ. ასევე არ ღირს მუშაობა, თუნდაც მსუბუქი ამოცანების შესრულება – თუ გაქვთ ამის საშუალება, დაისვენეთ, ხოლო მთების გადადგმას მერეც მოასწრებთ. ასტროლოგები გირჩევენ, უკან არ დაიხიოთ ახალი ადამიანების გაცნობისას – დიდია ალბათობა, საოცარ ადამიანს შეხვდეთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის.
ლომი: თქვენთვის შთაბეჭდილებების მიღების დღეა, ამიტომ სახლში ჯდომა აკრძალულია. შეხვდით მეგობრებს, ეწვიეთ რამე საინტერესო და სასიამოვნო ადგილს, გაიცანით ადამიანები, რადგან გაქვთ შანსი, რომ საინტერესო პიროვნებას შეხვდეთ. თუ სამუშაო არ იცდის, ასტროლოგები გირჩევენ, მთელი თავით არ გადაეშვათ მუშაობაში – მხოლოდ გადაუდებელი საქმეები გააკეთეთ.
ქალწული: შეეჭიდეთ იმ ამოცანებს, რომლებიც გუშინ დაიწყეთ და მათი დამთავრება ვერ მოასწარით. შეგიძლიათ ახალი საქმის დაწყებაც, მაგრამ სიფრთხილე გმართებთ – გააკონტროლეთ ყველაფერი, რადგან თავიდან ყველაფერი შეიძლება გეგმის მიხედვით არ წავიდეს. ექსპერტები მაინც გირჩევენ, რომ ძალიან არ დაიღალოთ – გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
სასწორი: ეს ის დღეა, როცა უნდა მოუსმინოთ საკუთარ თავსა და საკუთარ სურვილებს. თუნდაც ეს სურვილები გიჟური იყოს, აჰყევით თქვენს „ოფოფებს თავში“, აისრულეთ ოცნებები. ასტროლოგები გირჩევენ, საღამოს სახლის საქმეებს მიხედოთ, გააკეთოთ ის, რისთვისაც აქამდე დრო არ გყოფნიდათ. ვარსკვლავები დაგეხმარებიან, რომ ეს საქმეები სწრაფად მოაგვაროთ.
მორიელი: აჩქარება არ ღირს – მაინც არ გაუშვებთ ხელიდან იმას, რაც გეკუთვნით. ყველაფერი მნიშვნელოვანი საღამოსთვის დაგეგმეთ – ეს საუკეთესო დრო იქნება სერიოზული საქმეებისთვის. მოასწრებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც დაგეგმილი გაქვთ. ასტროლოგები გირჩევენ, არ შეეცადოთ ველოსიპედის გამოგონებას – გამოიყენეთ ნაცადი მეთოდები.
მშვილდოსანი: არაფრის დაგეგმვა არ ღირს – დღე ისედაც გაგაოცებთ. აჯობებს იმპროვიზირება და გარემოებებზე მორგება. გელოდებათ უამრავი ემოცია. სახლში ყოფნა არ ღირს – იაქტიურეთ. ასტროლოგების რჩევაა, საღამოს უცნობ ადამიანებთან ფრთხილად იყოთ – ვინმემ, შესაძლოა, თქვენი სიკეთით სარგებლობა სცადოს.
თხის რქა: მარტივი დილა არ გელოდებათ – დიდი ალბათობით, „მარცხენა ფეხზე“ ადგებით და მოგიწევთ ბრძოლა როგორც უარყოფით განწყობასთან, ისე უსიამოვნებებთან ირგვლივ. მაგრამ ძალიან არ დაიძაბოთ, რათა ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ. ასტროლოგები გირჩევენ, არ გარისკოთ, ექსპერიმენტები არ ჩაატაროთ – ნაცადი გზით ჯობია სიარული.
მერწყული: მუშაობა მოგიწევთ და ეს თქვენი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მაგრამ არ ღირს საქმეებში მთელი თავით გადაშვება, ჯობია, ის გააკეთოთ, რისი გადადებაც არ შეიძლება. ასტროლოგები გირჩევენ, გადააფასოთ ღირებულებები – შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი უკვე აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ადრე. დროა, ახალი მიზნები დაისახოთ.
თევზები: თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო დილაა. ჯობია, ის პატარა, მაგრამ სასიამოვნო რიტუალებით დაიწყოთ. არ იჩქაროთ, დატკბით დღის დასაწყისით და გაგრძელებაც ძალიან სასიამოვნო იქნება. ასტროლოგები გირჩევენ, მთელი დღე სახლში არ გაატაროთ – წადით იქ, სადაც ბევრი უცნობი ადამიანია და კაშკაშა ემოციები გელოდებათ.