თბილისი, 3 იანვარი —Sputnik. იაპონიაში მცხოვრები ქართველები, საბედნიეროდ, ყველანი უსაფრთხოდ არიან, წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა.
ამასთან, როგორც დიპლომატი აღნიშნავს, ის და მისი ოჯახი მშვიდობით დაბრუნდნენ ტოკიოში.
„1 იანვარს ჩქარი მატარებლით მივემგზავრებოდით იშიკავას პრეფექტურაში (ეპიცენტრი). ჩასვლამდე ერთი საათით ადრე ჩაირთო განგაშის სირენა და მატარებელი გააჩერეს. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ გვითხრეს, რომ მატარებელს ახლომდებარე უსაფრთხო გაჩერებამდე მიიყვანდნენ, სადაც მთელი ღამით გაჩერდებოდა და შევძლებდით ღამე მატარებელში გაგვეთენებინა. სადგურის თანამშრომლები გვაწვდიდნენ ინფორმაციას, საკვებს, სასმელს და როგორც მოსალოდნელი იყო, სამაგალითო პროფესიონალიზმით უმკავდებოდნენ მდოგომარეობას“, — განმარტავს ლეჟავა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა უკვე 64 ადამიანს შეადგენს.
ელჩი უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს და იმედს იტოვებს, რომ სამძებრო სამუშაოების შედეგად მსხვერპლი აღარ გაიზრდება.