უამინდობა საქართველოში: სვანეთის საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

შეზღუდვები თოვისა და ლიპყინულის გამო დაწესდა.
Sputnik
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე უამინდობის გამო შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, თოვის და ლიპყინულის გამო, ხაიში-უშგულის მონაკვეთზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 70-185-ე კმ) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
ამავე საავტომობილო გზის მესტია-უშგულის მონაკვეთზე კი (138-185-ე კმ) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
ქვათაცვენა სვანეთში: მაღალმთიანი რეგიონი გარე სამყაროს მოწყდა >>
საავტომობილო გზის ზუგდიდი-ხაიშის მონაკვეთზე (1-70-ე კმ) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.