საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
Sputnik
თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. ამბროლაურიდან 14 კმ დასავლეთით, სოფელ ბაჯში 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ბიძგები თბილისის დროით 12:44 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 13 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.