თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. 2024 წლის პირველი ახალშობილი ბათუმში დაიბადა, ინფორმაციას ბათუმის სამედიცინო ცენტრი ავრცელებს.
პატარა 1 იანვარს დაიბადა.
„ეს პატარა და ციცქნა ბიჭი ჩემი დის, Salome-ს შვილია. ვარსკვლავთბიჭუნა დაბადებისთანავე ცნობილი გახდა. მინდა უდარდელი ბავშვობა და საოცრად ლამაზი მომავალი ჰქონდეს. მისი ცხოვრების განმავლობაში მუდამ მოეტანოს მსგავსი ზარ-ზეიმი“, - დაწერა სოციალურ ქსელში ბიჭუნას დეიდამ თეონა მოსიძემ.
ექიმების ინფორმაციით, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ.