თბილისი, 1–ელი იანვარი – Sputnik. თურქეთის აღმოსავლეთით, თუნჯელის პროვინციაში 4,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დარეგისტრირდა, იუწყება სტიქიური უბედურებების სალიკვიდაციო სამმართველო (AFAD).
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 17:28 საათზე დაფიქსირდა. ბიძგების კერა 8,7 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.