რუსეთი დსთ–ის თავმჯდომარე გახდა

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ერთად მუშაობა ტერორიზმთან ბრძოლაში, ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან.
Sputnik
თბილისი, 1–ელი იანვარი – Sputnik. დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის – დსთ–ის თავმჯდომარე ქვეყანა 1–ელი იანვრიდან ერთი წლის ვადით რუსეთის ფედერაცია გახდა, იუწყება РИА Новости.
რუსეთის ხელისუფლება საკვანძო ამოცანებს შორის ასახელებს ორგანიზაციის ავტორიტეტისა და მონაწილე სახელმწიფოების კავშირების გამტკიცებას რეგიონულ გაერთიანებებთან, ასევე ერთობლივ მოქმედებას გარე გამოწვევების წინააღმდეგ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებდა, რომ ქვეყანა დსთ–ის თავმჯდომარის სახით აპირებს განაგრძოს მუშაობა ეროვნულ ვალუტებზე გადასვლის მიმართულებით ურთიერთანგარიშსწორების დროს, რაც უზრუნველყოფს ქვეყნების ფინანსურ–ეკონომიკურ სუვერენიტეტს.
გარდა ამისა, რუსეთის ლიდერმა აღნიშნა ტერორიზმთან ბრძოლაში, ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან, ნარკოტიკების მიმოქცევასთან და კორუფციასთან ერთად მუშაობის მნიშვნელობა.
რუსეთის დსთ–ის თავმჯდომარეობის კიდევ ერთი ასპექტი იქნება კულტურულ–ჰუმანიტარული კვშირების გაფართოება, თანამშრომლობა ჯანდაცვის, მეცნიერების, განათლებისა და სპორტის სფეროებში.
თანამეგობრობის სამიტის ჩატარება იგეგმება 8 ოქტომბერს მოსკოვში. ასევე წლის ბოლოს გაიმართება ლიდერების არაფორმალური ტრადიციული შეხვედრა სანქტ–პეტერბურგში.
დსთ–ის თავმჯდომარე ქვეყანა 2025 წელს, სავარაუდოდ, ტაჯიკეთი გახდება.