როგორ გამოიყურება საახალწლო ნაძვისხეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში

ნაძვისხე შობა–ახალი წლის ყველაზე მთავარი სიმბოლოა, რომელიც საზეიმო და ჯადოსნურ განწყობას განაახიერებს.
Sputnik
Sputnik–საქართველო, ტრადიციულად, წარმოგიდგენთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის მთავარ სილამაზეს ახალი წლის დღეებში. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ, გასული წლისგან განსხვავებით, წელს უარყოფითი ემოციები საზოგადოებაში არცერთი ქალაქის არცერთ ნაძვისხეს არ გამოუწვევია.
თბილისი
ქვეყნის მთავარი ნაძვისხე დედაქალაქში ახალია, რომელიც 700 ათას ლარზე მეტი დაჯდა. ის მაღალია და უხვად არის მორთული სათამაშოებით, განათებულია ოქროსფერი სანათებით. წინა წლებში თბილისის ნაძვისხე მუდამ კამათს იწვევდა საზოგადოებაში. წელს, როგორც ჩანს, ყველა კმაყოფილი დარჩა.
საახალწლო ნაძვისხე თბილისში
ბათუმი
გასულ წელს ბათუმის ნაძვისხემ, რბილად რომ ვთქვათ, არაერთმნიშვნელოვანი ემოციები გამოიწვია. მას თევზის ჩონჩხსაც კი ადარებდნენ. მაგრამ წელს ქალაქის მერია „გამოპსწორდა“, ნაძვი მრავალი კაშკაშა სათამაშოთი და გირლანდით მორთო. შედეგას – მოსახლეობა კმაყოფილია საკმაოდ ლამაზი ნაძვისხით.
საახალწლო ნაძვისხე ბათუმში
ქუთაისი
ქუთაისის ნაძვისხე ყოველთვის განსაკუთრებულია – ჯადოსნური და ზღაპრული. მაღალი, ლამაზი, არა სხვადასხვა სახის, არამედ კარგად შერჩეული სათამაშოებითა და გირლანდებით მორთული.
საახალწლო ნაძვისხე ქუთაისში
ზუგდიდი
ზუგდიდში შედარებით მოკრძალებული ნაძვისხე დადგეს. ის მორთულია ოქროსფერი ვარსკვლავებით, გირლანდებით, რომელიც ნაძვისხეს წრიულად ერტყმის. მოკრძალება და ლაკონურობა მას მხოლოდ ხიბლს სძენს.
საახალწლო ნაძვისხე ზუგდიდში
ლანჩხუთი
ლანჩხუთის ნაძვისხე განსაკუთრებით ბავშვებს მოეწონათ. ის მორთულია სასაცილო პატარა სახლებით, რომელთა ფანჯრებშიც სინათლე ანთია. ასეთმა „ცეცხლოვანმა“ მორთულობამ ნაძვისხეს ზღაპრული იერი მიანიჭა.
საახალწლო ნაძვისხე ლანჩხუთში
რუსთავი
რუსთავის მთავარ მოედანს მაღალი და მბრწყინავი ნაძვი ამშვენებს, რომელიც მორთულია მრავალი მოციმციმე სხვადასხვა ზომის ვარსკვლავით.
საახალწლო ნაძვისხე რუსთავში
ოზურგეთი
ოზურგეთში არაფერი შეუცვლიათ. როგორც გასულ წელს, ახლაც ნაძვისხე მორთულია გირლანდებით, დიდი ოქროსფერი სათამაშოებით და ვარსკვლავებით. ნებისმიერ შემთხვევაში ორგანულია და ლამაზი.
საახალწლო ნაძვისხე ოზურგეთში
თელავი
თელავში ნაძვისხის მორთვას შემოქმედებითად და რეგიონის ტრადიციების გათვალისწინებით მიუდგნენ – ნაძვი სხვადასხვა დიამეტრის ბურთებით შექმნილი ყურძნის მტევნებით მორთეს.
საახალწლო ნაძვისხე თელავში
ყაზბეგი
ყაზბეგის ნაძვისხე თოვლითაა დაფარული, რომლის ქვეშაც სათამაშოები იმალება. მაგრამ ამით მას ხიბლი არ მოკლებია – პირიქით, თოვლი მას ნამდვილი ზამთრის საახალწლო ჯადოსნურ ელფერს სძენს.
საახალწლო ნაძვისხე ყაზბეგში
მცხეთა
ისტორიულ დედაქალაქს მინიატურული ნაძვისხე ამშვენებს. მის თავზე დიდი ვარსკვლავია დაკიდებული, რომელიც ყურადღებას იპყრობს. ნაძვის დანარჩენი ნაწილი უფრო ლაკონურად არის მორთული – გირლადებითა და ვარსკვლავებით.
საახალწლო ნაძვისხე მცხეთაში