მძლავრი მიწისძვრები იაპონიაში: საქართველოს საელჩოში „ცხელი ხაზი“ მუშაობს

იაპონიაში მძლავრი მიწისძვრების სერიის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.
Sputnik
თბილისი, 1–ელი იანვარი – Sputnik. საქართველოს საელჩო იაპონიაში, ქვეყანაში მძლავრი მიწისძვრების შემდეგ, მოქალაქეებს მოუწოდებს, აუცილებლობის შემთხვევაში დიპლომატიურ წარმომადგენლობას „ცხელი ხაზის“ ნომერზე დაუკავშირდნენ.
დიპლომატიური წარმომადგენლობის ნომერია +81 80 7933 5060.
ორშაბათს, დღისით დასავლეთ იაპონიაში მძლავრი მიწისძვრების სერია მოხდა. მას ეწოდა „მიწისძვრა ნახევარკუნძულ ნოტოზე“. პირველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით 16:06 საათზე 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. მეორე უფრო მძლავრი დარტყმა – 7,6 მაგნიტუდის 16:10 საათზე მოხდა და კიდევ რვა წუთში – 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის.
გამოცხადდა ცუნამის საფრთხე. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ოსაკაში, კიოტოსა და ტოკიოში. ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. ინფორმაცია ატომური ელექტროსადგურების მუშაობის შეფერხებაზე არ ვრცელდება.
მიწისძვრების შემდეგ პრემიერ–მინისტრის კანცელარიასთან შტაბი შეიქმნა, რომელიც ინფორმაციას აგროვებს. იაპონიის მთავრობის მეთაურმა ფუმიო კისიდამ ადამიანებს უსაფრთხოების ზომებისკენ მოუწოდა.