თბილისი, 1–ელი იანვარი – Sputnik. 2024 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველო ევრო-5-ის სტანდარტზე გადავიდა, რაც მსუბუქი ავტომობილების იმპორტისთვის შეზღუდვებს ნიშნავს.
ევრო-5 ეკოლოგიური სტანდარტია, რომელიც ავტომობილების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცველობას არეგულირებს.
აღნიშნულ სტანდარტზე გადასვლა ნიშნავს, რომ 2024 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში აიკრძალება 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი.
ამასთან, საქართველოში ბენზინისა და დიზელის იმპორტზე რამდენიმე წელია დადგენილია „ევრო 5"-ის სტანდარტი.
გადაწყვეტილება არ შეეხება როგორც საქართველოში უკვე მყოფ ავტომობილებს, ასევე იმ მანქანებს, რომლებიც ქვეყანაში რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოდის.