ნებენზია: ბელგოროდის დაცხრილვა ტერაქტი იყო

Sputnik
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ბელგოროდზე უკრაინის შეიარაღებული ძალების განზრახ განურჩეველი და კომბინირებული დარტყმა ტერორისტული აქტია, განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

„ეს მშვიდობიან ქალაქზე მიზანმიმართულად განურჩეველი კომბინირებული დარტყმაა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ არის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შესაძლო შედეგებით, არამედ შეგნებული ტერორისტული აქტია, რომელიც მიმართულია მოქალაქეთა წინააღმდეგ“, — აღნიშნა მან.

როგორც ნებენზიამ განაცხადა, ბელგოროდზე თავდასხმის ორგანიზებაში შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი მონაწილეობდნენ.
„ჩვენ ვიცით, რომ ბრიტანელი და ამერიკელი კონსულტანტები უშუალოდ მონაწილეობენ ამ ტერორისტული თავდასხმის ორგანიზებაში, რეგულარულად აქეზებდნენ რა უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას სისხლიანი დანაშაულების ჩადენისკენ. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროკავშირის ქვეყნებსაც, რომლებიც ჯიუტად და უპასუხისმგებლოდ განაგრძობენ უკრაინის იარაღით გაბერვას“, - განაცხადა მან.
ამასთან რუსმა დიპლომატმა პირობა დადო, რომ რაც უფრო მეტ საფრთხეს უქმნის უკრაინა რუსეთს, მით უფრო მკაცრი იქნება მოსკოვი.
მანამდე, შაბათს, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბელგოროდის ცენტრი დაცხრილეს, რის შედეგადაც, რუსული მხარის მონაცემებთ, ოცი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 108 კი დაიჭრა.