თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის (ჯვარი-მესტია) საავტომობილო გზის მონაკვეთი, რომელიც ზუგდიდს მაღალმთიან სვანეთთან აკავშირებს, კლდის ნაწილის ჩამოშლის გამო დაიკეტა, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ გაწმენდითი სამუშაოები ქვათაცვენის შეჩერების შემდეგ დაიწყება.
„ამ მომენტისთვის გზა დაკეტილია. როგორც კი ქვათაცვენა შეჩერდება, გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. ამ დროისთვის ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.