პრობლემური მშენებლობები ბათუმში: ბოლო მონაცემები

ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით მიმდინარე წელს 78 განაცხადი შევიდა, აქედან დაკმაყოფილდა მხოლოდ 12 ობიექტი
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ბათუმში მიმდინარე წელს სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტი 655 ობიექტზე გამოვლინდა, იუწყება ქალაქის მუნიციპალური ინსპექცია.
ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური განაშენიანებაა, ახალი სახლები და ბინები დიდი მოთხოვნით სარგებლობს როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე უცხოელ მოქალაქეებს შორის.
მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, 655 ობიექტიდან 154-ზე უნებართვო მშენებლობა მიმდინარეობდა; 148-ზე - მშენებლობა სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობდა, 353 ობიექტზე - უსაფრთხოების წესების დარღვევით.
აქედან გამოსწორდა და საქმისწარმოება შეწყდა 371 ობიექტზე, 284-ზე კი მიმდინარეობს.
ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით მიმდინარე წელს 78 განაცხადი შევიდა. ექსპლუატაციაში მიღებული იქნა 12 ობიექტი, 60-ს უარი ეთქვა, 8 განაცხადი განხილვის პროცესშია.
2023 წლის ნოემბერში უძრავი ქონების მოცულობამ 43 მლნ დოლარი შეადგინა. ნოემბრის მდგომარეობით, ახალაშენებულ კორპუსებში ბინების საშუალო ფასმა შეადგინა 940 დოლარი/1 კვმ.