სასტიკი მკვლელობა თბილისში - დაკავებულია 39 წლის მამაკაცი

ბრალის დამტკიცების შე მთხვევაში დაკავებულს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 39 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა 42 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა - მიღებული ტრავმების შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა - დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული სამხედრო პირი იყო, დანაშაული კი ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.