უამინდობა საქართველოში: გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა

უწყების ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის.
Sputnik
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 35-60-ე კმ (სოფ. თეთრიწყლები-თელავის შესასვლელი) მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია