მყინვარწვერზე ქართველი მთამსვლელი დაიკარგა

Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. ყაზბეგში, მყინვარწვერზე ქართველი მთამსვლელი დაიკარგა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 23 დეკემბრიდან მიმდინარეობს, თუმცა, დაკარგულის კვალს მაშველებმა ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.
სამძებრო ღონისძიებებში 20-მდე მაშველია ჩართული.