თუ არ იცოდით, ახლა გაეცანით მარილის გამოყენების რამდენიმე წესს, რომელიც გამოცემა Revista Sufletului-მ შეკრიბა.
მაშ ასე, მარილი:
ამცირებს კუჭის მჟავიანობას და შველის მუცლის შებერილობას. საამისო ხსნარის დასამზადებლად გახსენით ერთ ჭიქა წყალში ერთი ჩაის კოვზი მარილი;
სპობს ბაქტერიებს პირის ღრუში, ხელს უშლის კარიესის განვითარებას, წმენდს და ათეთრებს კბილებს. შეგიძლიათ გამოიყენთ როგორც ცალკე, ისე კბილის პასტაში არეული. მაგრამ მხოლოდ კვირაში ერთხელ და ისიც ძალიან წმინდად დაფქული;
კარგი სკრაბია სხეულისთვის. ოდნავ დაასველეთ გარკვეული რაოდენობის მარილი და ფაქიზად დაიზილეთ კანი;
ჩაუშვით ერთი ჭიქა მარილი აბაზანაში და ჩაწექით შიგ. ამ გზით გლუვი და სუფთა კანი გარანტირებულია;
კარგი საშუალებაა მწერების ნაკბენის წინააღმდეგ. საკმარისია შეიზილოთ ის ნაკბენზე და ის სწრაფად დაგიამდებათ;
კარგი საშუალებაა ხელებიდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად. უბრალოდ დაიბანეთ ხელები მარილით;
გააქრობს საფენით (პამპერსით) გამოწვეულ გაღიზიანებას ბავშვის კანიდან, თუ ბავშვის აბაზანაში ჩაამატებთ;
შველის ღრძილების დაავადებასა და პირიდან უსიამოვნო სუნის გაქრობას, თუ ერთ ჭიქა წყალში გახსნილ ნახევარ ჩაის კოვზ მარილს გამოივლებთ;
თუ თავის კანი და თმები ზედმეტად გიცხიმიანდებათ, ჩაამატეთ შამპუნში ცოტაოდენი მარილი. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ თბილის წყლის, ლიმონის წვენისა და მარილის ნაზავი თმებზე გადასავლებად;
მარილის აბაზანები დაგირბილებთ და მოგიშუშებთ ხელებზე დამსკდარ კანს;
აშუშებს და აამებს მედუზის ნაკბენს;
ხსნის სასუნთქ გზებს; ერთ ჭიქა გადადუღებულ წყალში დაამატეთ 0,5-1 ჩაის კოვზი მარილი, გაადნეთ სრულად (თუ საჭიროა, გადაწურეთ კიდეც) და ჩაიწვეთეთ ცხვირში;
ჩაყარეთ მარილი საფერფლეში და თამბაქოს უსიამოვნო სუნი საგრძნობლად შემცირდება;
კარგად აპრიალებს სარკეებსა და მინებს, თუ მარილწყალს სპრეით შეასხურებთ, შემდეგ კი რბილი ტილოთი გაწმენდთ;
ჩაამატეთ ცოტაოდენი მარილი სარეცხის ფხვნილში და თქვენი სარეცხი უკეთ გაირეცხება;
კარგად ასფთავებს მარმარილოს ზედაპირს;
შესანიშნავად წმენდს კბილის პროთეზს, თუ მას ცოტა ხნით მარილწყალში ჩადებთ.