სტიქიამ კახეთში პრობლემები შექმნა - ზოგიერთ მუნიციპალიტეტებში მძიმე ვითარებაა

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
Sputnik
თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები, მოგლეჯილია ხეები და ჩახერგილია გზები.
მძიმე ვითარებაა ყვარლის მუნიციპალიტეტში, სადაც 20-მდე საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი გადახადა.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ახმეტასა და ლაგოდეხის ზოგიერთ სოფელშიც, სადაც სტიქიის შედეგად, ცენტრალური გზები ჩაიხერგა და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა.
გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე შესაბამისი კომისია ზარალს შეისწავლის.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.