თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ბალეტის არტისტი გიორგი ფოცხიშვილი ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის (Dutch National Ballet) მთავარი სოლისტი გახდა, ამ პოზიციაზე ის ბალეტის დირექტორმა ტედ ბრანდსენმა დანიშნა.
ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტი - ХХ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პოპულარული ქორეოგრაფიული კოლექტივია, შეიქმნა 1961 წელს ნიდერლანდების ბალეტის და ამსტერდამის ბალეტის გაერთიანების შედეგად.
ბალეტ „რაიმონდას” შემდეგ, რომელშიც გიორგი ფოცხიშვილმა მთავარი პარტია იცეკვა, ტედ ბრანდსენმა იგი დააწინაურა ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის მთავარ სოლისტად.
„გიორგი არის ფენომენალური ნიჭით დაჯილდოებული მოცეკვავე, როგორსაც იშვიათად შეხვდები. მას აქვს ქარიზმატული სასცენო ხასიათი, განსაკუთრებული ნახტომები, ტექნიკა და თანდაყოლილ პარტნიორობის უნარი. [გიორგი არის] გამორჩეული მოცეკვავე, რომელსაც ასეთ პატარა ასაკში უკვე შეუძლია შთააგონოს უამრავი მაყურებელი”, – განაცხადა ტედ ბრანდსენმა.
გიორგი ფოცხიშვილი თბილისში დიბადა და გაიზარდა. 12 წლიდან სწავლობდა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში.
17 წლის ასაკში ჰოლანდიის ნაციონალური აკადემიის სტუდენტი გახდა. 202 წელს შეუერთდა ნიდერლანდების ნაციონალურ თეატრის ახალგაზრდულ დასს.
2023 წლის სექტემბერში გიორგი ფოცხიშვილი გახდა ალექსანდრა რადიუსის ჯილდოს მფლობელი, რომელიც 1989 წლიდან გადაეცემათ გამორჩეულ და იმედის მომცემ ახალგაზრდა მოცეკვავეებს.
გიორგი არის ცნობილი ქორეოგრაფის და ბალეტმაისტერის, გელოდი ფოცხიშვილის შვილიშვილი.