თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ძლიერი ქარის გამო მახინჯაურში ხე წაიქცა და აჭარაში რკინიგზაზე საკონტაქტო ქსელი დააზიანა, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
აჭარაში ღამით ქარმა ხეები და განათების ბოძები წააქცია, გადახადა სახურავები, დააზიანა კურორტის ინფრასტრუქტურა და ავტობუსის გაჩერებები.
„საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მთელი ღამე მუშაობდნენ. ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათში იგეგმება“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მომხდარის გამო შეყოვნება აქვს რამდენიმე რეისს, თუმცა მოძრაობა სრულად დაახლოებით 12 საათისთვის განახლდება.
სურვილის შემთხვევაში მგზავრებს ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ, საქართველოს რკინიგზა მათ ბილეთის საფასურს სრულად აუნაზღაურებს.