ბათუმი-თბილისის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია

ღამით ძლიერი ქარის გამო მახინჯაურში ხე წაიქცა და აჭარაში რკინიგზაზე საკონტაქტო ქსელი დააზიანა.
Sputnik
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ბათუმი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა აღდგენილია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ღამით ძლიერი ქარის გამო მახინჯაურში ხე წაიქცა და აჭარაში რკინიგზაზე საკონტაქტო ქსელი დააზიანა. ამის გამო მატარებლების მოძრაობა შეფერხდა. მგზავრები მატარებელს ბათუმის რკინიგზის სადგურში ოთხი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ.
ბათუმის რკინიგზის სადგურიდან მატარებელი დღეს დილით დაიძრა.
აჭარაში ღამით ქარმა ხეები და განათების ბოძები წააქცია, გადახადა სახურავები, დააზიანა კურორტის ინფრასტრუქტურა და ავტობუსის გაჩერებები.