რაგბი: „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასი მესამედ მოიპოვა

„შავმა ლომმა“ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და პირველ ტაიმში მეტოქე ყველა კომპონენტში დაამარცხა
Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ქართულმა ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა" ევროპის სუპერთასის ფინალში თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე „თელ-ავივ ჰითს“ ანგარიშით 27:17 მოუგო და ტიტული მესამედ მოიპოვა.
მიმდინარე წლის ევროპის სუპერთასის ჯგუფურ ეტაპზე „შავმა ლომმა“ ლიმასოლში თავდაუზოგავ ბრძოლაში „თელ-ავივ ჰითსი“ ანგარიშით 29:27 დაამარცხა.
„შავმა ლომმა“ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და პირველ ტაიმში მეტოქე ყველა კომპონენტში დაამარცხა - 24:7.
მერაბ შარიქაძე (ცენტრში)
წინა თამაშის მსგავსად, მეორე ტაიმში „ჰითმა“ გამოასწორა თამაში და 66-ე წუთზე სხვაობა შვიდ ქულამდე შეამცირა, მაგრამ რამდენიმე წუთში მატკავამ პენალტი გაიტანა - 27:17.
მატჩის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე არბიტრმა ბექა მამრიკიშვილი მოედნიდან 10 წუთით გააძევა და „შავ ლომს“ თამაშის დასრულება უმცირესობაში მიუწია. ქართველმა მორაგბეებმა გაუძლეს მეტოქის შეტევებს და დარჩენილ წუთებში ანგარიში არ შეცვლილა.
ევროპის სუპერთასი არის ახალი ტურნირი, რომელიც ორგანიზებულია Rugby Europe-ს მიერ 2021-2022 წლების სეზონზე. ტურნირში მონაწილეობს რვა გუნდი, რომლებიც იყოფა ორ ჯგუფად - აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებად. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა.
გასულ და სადებიუტო სეზონებში ევროპის სუპერთასის პირველი გათამაშების გამარჯვებული „შავი ლომი“ გახდა.