თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. 2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი გუდაურში ოფიციალურად გაიხსნა, იუწყება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
გუდაურში ასევე საზეიმოდ გაიხსნა ორი ახალი საბაგირო და სამი სასრიალო ტრასა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გუდაურში გასართობი აქტივობები გაიმართა, მოეწყო საბავშვო და ფოტო ზონები, კვების ჯიხურები, ბარი და მუსიკალური სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო DJ Jino Dolini-ისა DJ Vas-ის შემოქმედება.
გუშინ საღამოს ადგილობრივებისა და სათხილამურო კურორტის სტუმრებისთვის Circus Mircus-ის კონცერტი ჩატარდა.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა).
ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის მეორე ნახევარში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.