გორში მამაკაცმა მაღაზიის გაძარცვა სცადა

მძარცველი პოლიციამ უკვე დააკავა
Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. გორში მამაკაცმა სტალინის გამზირზე მდებარე მაღაზიის გაძარცვა სცადა, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს
შემთხვევა დაახლოებით 01:00 საათზე მოხდა. მამაკაცი მაღაზია „დეილიში“ შეიჭრა და თანხა მოითხოვა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი უკვე დააკავეს. გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.