ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა

Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე კლდის მასა ჩამოიშალა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
აღნიშნულის გამო მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია სოფელ ქვაბღაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის გზით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.