1 იანვრიდან ტვირთების გადაზიდვასა და მგზავრების გადაყვანაზე ახალი მოსაკრებლები ამოქმედდება

1 იანვრიდან საქართველოში საქალაქთაშორისო სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვის განხორციელება მხოლოდ ნებართვის არსებობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. 2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მგზავრებისა და ტვირთის გადაზიდვის ნებართვის მისაღებად ახალი მოსაკრებლები დაწესდება, შესაბამისი ცვლილებები შევიდა კანონში „ლიცენზიებისა და ნებართვების მოსაკრებლების შესახებ“ და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
ცვლილებების მიხედვით, 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მაისამდე მგზავრთა საავტომობილო გადაზიდვის ნებართვის საფასური 100 ლარს შეადგენს, შემდეგ კი 500 ლარამდე გაიზრდება.
საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის ნებართვა, როგორც აქამდე, 500 ლარს შეადგენს.
ავტოსადგურებსა და საქალაქთაშორისო მარშრუტებს 1-ლი იანვრიდან სიახლეები ელოდება >>
რაც შეეხება ერთჯერად გადაზიდვას უცხოური გადამზიდველისთვის, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ტვირთის გადაზიდვას დადგენილ კვოტაზე ზემოთ, ნებართვა 1,5 ათასი ლარი ეღირება.
1 იანვრიდან საქართველოში საქალაქთაშორისო სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვის განხორციელება მხოლოდ ნებართვის არსებობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
მგზავრთა გადაყვანა განხორციელდება ავტობუსებით, ასევე 8-ადგილიანი სატრანსპორტო საშუალებებით და 5-ადგილიანი მინივენებით.
მუნიციპალიტეტების საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა მკაცრად დადგენილი მარშრუტებით განხორციელდება.