საპენსიო აქტივებმა საქართველოში 4,3 მლრდ-ს მიაღწია: დეკემბრის სტატისტიკა

Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულება, 20 დეკემბრის მდგომარეობით,4,3 მილიარდი ლარია, იუწყება საპენსიო სააგენტო.
აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული წმინდა მოგება834 მლნ ლარს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით:
დაგროვებითი საპენსიო სისტემაში 1,5 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს.
აქედან 118 ათასი სქემას 2023 წელს შეუერთდა.
მათგან გადახდები მიიღო 6,9 ათასმა ადამიანმა, რამაც 20,8 მლნ ლარი შეადგინა.
2023 წელს გადახდების რაოდენობამ 13,3 მლნ ლარს მიაღწია.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე მისი ხელფასის 6%ირიცხება. აქედან 2%-ს იგი თავად იხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
თუ მოქალაქის წლიური ხელფასი 24-დან 60 ათას ლარამდეა, სახელმწიფო მისანგარიშზე მხოლოდ 1%-ს რიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ იღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.