როგორ გავიგოთ, იქნება თუ არა კაცი კარგი მამა: მეცნიერებმა მარტივი მეთოდი აღმოაჩინეს

Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა მარტივი თამაშის მეშვეობით დაადგინეს, რამდენად კარგი მამა იქნება ადამიანი.
ირკვევა, რომ საუბარია თოჯინებით თამაშზე, რა დროსაც, პირველივე წუთებიდან, დანამდვილებით ხდება გასაგები, უაქტიურდება თუ არა მამაკაცს ქცევის ინსტიქტური პატერნები, რომლებიც ახალშობილთან ურთიერთობისასაა აუცილებლი.
ოჰაიოს უნივერსიტეტის მეცნიერულ ექსპერიმენტში 182 წყვილი მონაწილეობდა, რომლებიც შვილის დაბადებას ელოდებოდნენ. მკვლევარები შინ მიდიოდნენ მათთან, რათა მამაკაცებს თავი მეტად თავისუფლად ეგრძნოთ. ისინი მომავალ მამებს აძლევდნენ ბრინჯით გატენილ ნაჭრის თოჯინებს და სთხოვდნენ ისე მოქცეულიყვნენ, თითქოს ხელში ნამდვილი ახალშობილი ეკავათ.
„ჩვენ ვაკვირდებოდით, როგორ ეპყრობოდნენ კაცები თოჯინებს, სწორად ეჭირათ თუ არა, იღიმოდნენ თუ არა, აკონტროლებდნენ თუ არა თოჯინის ფეხების მდგომარეობას წონის გათვალისწინებით და სხვა ბევრ ნიუანსს, რომლებსაც ბევრი ადამიანი ინსტიქტურად აკეთებს ბავშვებთან ურთიერთობისას“, — განმარტა კვლევის წამყვანმა ავტორმა ლორენ ალტენბურგერმა.
ამის შემდეგ სპეციალისტები ვიდეოჩანაწერებს აანალიზებდნენ და მომავალ მამებს მშობლის ინტუიციური ქცევის დონის მიხედვით აფასებდნენ.
ბავშვის დაბადებიდან ცხრა თვის შემდეგ მამების ქცევას მეცნიერთა უკვე სხვა ჯგუფი აფასებდა. ისინი აკვირდებოდნენ, როგორ ცდილობდნენ მამები, ესწავლებინათ შვილებისთვის მარტივი განმავითარებელი თამაშები.
ასე რომ, თუ გსურთ, წინდაწინ დაადგინოთ, როგორი მამა იქნება თქვენი მეუღლე, შეგიძლიათ თოჯინა მოიმარჯვოთ და ეს მეცნიერული ექსპერიმენტი შინ ჩაატაროთ.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მეორე ნახევარი მშობლის უნარებს არ გამოამჟღავნებს, გული არ გაიტეხოთ: როგორც მეცნიერები ამბობენ, თუ მამაკაცს თანდაყოლილი რეფლექსები მოდუნებული აქვს, შეუძლია მშობლის ინსტიქტი შეგნებულად გამოიმუშაოს — თუკი ამას მოინდომებს.