გთავაზობთ სასმლის რეცეპტს, რომელიც ძალზე ეფექტურია, თუ ორგანიზმში სითხის შეკავება, დასიება ხდება, ასევე გაწუხებთ ზედმეტი წონა. გარდა ამისა, ის გააუმჯობესებს კანის მდგომარეობასა და მხედველობას.
ეს რეცეპტი დაგეხმარებათ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნასა და დეტოქსიკაციის პროცესის გააქტიურებაში.
თუ ამ ბუნებრივ ნაყენს რეგულარულად მიიღებთ, მისი ინგრედიენტები კი წლის ყველა დროსაა ხელმისაწვდომი, გაუმჯობესდება თქვენი კანისა და თმის მდგომარეობა.
ის შეიცავს თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს და სასიკეთოდ მოქმედებს მთლიანად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ინგრედიენტები:
ოხრახუში — დაახლოებით 10-12 ღერი.
საშუალო ზომის სტაფილო — 1 ცალი.
ფორთოხალი — 1 ცალი.
სელის თესლი — 1 სუფრის კოვზი.
ცოტა გაფილტრული წყალი (დაახლოებით 100-150 მილიგრამი).
მომზადება:
მოამზადეთ ფორთოხლისა და ლიმონის წვენი. მოათავსეთ ბლენდერში.
დაჭერით სტაფილო და დაუმატეთ ბლენდერში მოთავსებულ წვენს. დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში, სელის თესლი და წყალი.
აურიეთ ეს ყველაფერი ბლენდერში, სურვილისამებრ, გაფილტრეთ და მაშინვე დალიეთ.
სასურველია ნაყენს არ დაუმატოთ არანაირი დამატკბობელი, რადგან ეს მის ეფექტს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
მიიღეთ 1 ჭიქა ეს წვენი დღეში ერთხელ და შედეგსაც მალე იგრძნობთ.
თუ შედეგის ეფექტურობის გაზრდა გსურთ, იკვებეთ სწორად და ფიზიკურად იაქტიურეთ.
P.S. სასმლის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან.