თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 22 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ცისკარიშვილის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ლერწმის, მანავის, მალხაზის, ჩოლოყაშვილის, ჩკალოვის, დოდაშვილის და იუნკერთა ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), თოფურიძის, თავაძის, ცინცაძის, თამარაშვილის, საბურთალოს, ჟღენტის, ბახტრიონის, ოჟიოს, კოსტავას, კუტუზოვის და გამრეკელის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ერისთავის, ჭყონდიდელის, გურამიშვილის და მექანიზაციის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.