საქართველოში ყოველი მეოთხე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია

ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის ყოველი მეხუთე მსხვერპლი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმებით იტანჯება, ნათქვამია კვლევაში
Sputnik
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ყოველი მეოთხე ქალი 15 წლის ასაკიდან ცხოვრებაში ერთხელ მაინც განიცდიდა ძალადობას მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან, ხოლო 100-დან ერთი ქალი - უცხო ადამიანების მხრიდან, ნათქვამია გაეროს ქალთა ორგანიზაციის „ქალთა მიმართ ძალადობა“ კვლევაში.
მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან ძალადობის ფორმებიდან ყველაზე გავრცელებულია ფსიქოლოგიური ძალადობა, მეორე ადგილზეა – ეკონომიკური, მესამეზე – ფიზიკური და ბოლო ადგილზე – სექსუალური.
ამავდროულად, 18 წლამდე გოგონები უფრო ხშირად აწყდებიან ძალადობის ფორმებს პარტნიორების მხრიდან, მათგან 8,5% სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.
საფრანგეთში ქართველმა ქალმა ქმარი მოკლა >>
ამასთან, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის ყოველი მეხუთე მსხვერპლი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმებით იტანჯება და მათგან 16,8% სიტუაციიდან გამოსავლად თვითმკვლელობას განიხილავდა.
ამავდროულად, ყოველი მეხუთე ქალი თვლის, რომ ოჯახურ ძალადობაში არ უნდა ჩაერიო და ყოველი მესამე მამაკაციც იგივე აზრისაა.
ამასთან, ძალადობის მსხვერპლ ქალთა მესამედზე მეტმა აღიარა, რომ ამ ფაქტს ყველას უმალავდა, პოლიციაში მიმართვიანობის სიხშირე 10-დან ერთია, ხოლო ძალადობის პრობლემებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში სიხშირე 10-დან ორია.
ოჯახური ძალადობა საქართველოში: ახალი სტატისტიკა >>
გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალების მეოთხედი მამაკაცების მხრიდან სექსუალურ შევიწროებას განიცდის.
ყველაზე ხშირად ეს ხდება ქუჩაში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე სკოლასა თუ უნივერსიტეტში, ხოლო ბოლოს ადგილზე - სამსახური.
გარდა ამისა, ქალების უმრავლესობამ აღიარა, რომ ერთხელ მაინც გამხდარა გენდერული ნიშნით შევიწროების მსხვერპლი, ყველაზე ხშირად ეს ხდებოდა 15-დან 24 წლამდე ასაკის პირების მიმართ იყო.
კვლევაში მონაწილეობდა 15-დან 69 წლამდე ასაკის 3300 ქალი და 1100 მამაკაცი.