თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. ავიაკომპანია Red Wings-მა თბილისი-სანქტ-პეტერბურგი-თბილისის მარშრუტით რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს, იუწყება „პულკოვოს“ აეროპორტის მმართველი კომპანიის პრესსამსახური.
„ავიაკომპანია Red Wings-მა სანქტ-პეტერბურგსა და თბილისს შორის ფრენების განხორციელება კვირაში სამჯერ დაიწყო. სამშაბათობითა და შაბათობით შესასრულებელ რეისებს დაემატა ხუთშაბათის ფრენა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე მიმართულებაზე ფრენებს კვირაში ორჯერ ავიაკომპანია Georgian Airways ასრულებს. ამგვარად, რეისები სანქტ-პეტერბურგსა და თბილისს შორის კვირაში ხუთჯერ შესრულდება.