ქუთაისში შსს-ს თანამშრომელი მოზარდის ცემაშია ეჭვმიტანილი

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ეჭვმიტანილს დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik
თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს.