თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. მინიმუმ 118 ადამიანი დაიღუპა და 400-ზე მეტი დაშავდა მიწისძვრის შედეგად, რომელიც ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით მოხდა, იუწყება BBC News.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრა ჰანსუს პროვინციაში დაახლოებით შუაღამისას მოხდა. რყევების შედეგად დაინგრა შენობები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა — როგორც ჰანსუს, ისე მეზობელ ცინჰაის პროვინციაში.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 6,2 მაგნიტუდა იყო, ეპიცენტრის სიღრმე — 10 კმ.
სტიქიის ზონაში ათასობით მეხანძრე და მაშველია გაგზავნილი, სამაშველო სამუშაოებში ჩაერთულია არმია. მაშველები ყინვაში, რეგიონისთვის რეკორდულად დაბალ ტემპერატურაზე (მინუს 13°C) ეძებენ გადარჩენილებს.