თხილი (Corylus) — არყისებრთა ოჯახის ფოთოლმცვივანი ბუჩქების, იშვიათად ხეების გვარია. გვარი შეიცავს 20-მდე სახეობას. საქართველოში გავრცელებულია ექვსი სახეობა.
თხილის სამკურნალო თვისებები
თხილზე დამზადებული პრეპარატები ოფიციალურ მედიცინაში ნაკლებად გამოიყენება, მაგრამ ეს მის მნიშვნელობას არ აკნინებს.
თხილის ნედლეულს სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებს შორის საპატიო ადგილი უკავია. სამკურნალო მიზნით გამოიყენება თხილის ქერქი, ტოტები, ფოთლები, მწვანე გარსი – ე. წ. პერანგი, ნაჭუჭი, მტვერი, გული.
ფოთლებს აქვს შარდმდენი და ორგანიზმის ზოგადად გამაძლიერებელი მოქმედება, გამოიყენება ნერვული დაავადებების, ანემიის, წინამდებარე ჯირკვლის ანთების, ღვიძლის დაავადებების, ლიმფური კვანძების სამკურნალოდ. ნაყენი და ნახარში ეხმარება ადამიანს შარდ-კენჭოვანი დაავადებების, სისხლნაკლებობის, რაქიტის, ავიტამინოზისა და ნაწლავების დაავადებების დროს.
თხილის პერანგი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის მკურნალობისთვის, ავიტამინოზისა და სისხლნაკლებობის დროს.

თხილის ფესვის სამკურნალო თვისებები გამოიყენება ჰემოროის (ბუასილი), დიზენტერიის, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ტროპიკული წყლულისა და გაციების დროს.
ხალხურ მედიცინაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თხილის გულს. სასარგებლო ნივთიერებების მდიდარი შემადგენლობის წყალობით ის ადამიანს ეხმარება რევმატიზმის, ანემიის, სიმსივნეებისა და დაღლილობის დროს. თავისი კალორიულობით თხილი შოკოლადს „ჯაბნის“ – 100 გრამზე 700 კკალორია. ცხიმების შემადგენლობა 80%-ს აღწევს, ცილების - 14-18%-ს, ნახშირწყლების - 3-დან 5%-მდე.
თხილის შემადგენლობაშია ამინომჟავები, ვიტამინები - A, B, C, D, აზოტი, რკინა, კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, გოგირდი, ფოსფორი, თუთია და სხვა. ისინი ხელს უწყობს კბილებისა და ძვლების ქსოვილის გამტკიცებას, მონაწილეობს სქესობრივი ჰორმონების გამომუშავებაში, აწესრიგებს ნერვული სისტემის საქმიანობას.
თხილის ზეთს ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ის შეიცავს უჯერ ცხიმმჟავებს. ისინი ანტიოქსიდანტებს წარმოადგენს და აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას, აუმჯობესებს გულისა და სისხლძარღვების მუშაობას, ამაღლებს ორგანიზმის დამცავ ძალებს.
ფესვებს ანტისეპტიკური და სისხლძარღვების შევიწროების თვისებები აქვს. ის რეკომენდებულია კაპილარული ჰემორაგიების, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, წყლულების, პერიფლებიტის დროს.
მცენარის ყველა ნაწილი ეფექტურია სქესობრივი უძლურების დროს. ისინი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული მოქმედებით, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვების მუშაობას.

რეცეპტები:
თხილის რძე გამოიყენება ქრონიკული ბრონქიტის დროს, ასევე, როგორც დამამშვიდებელი საშუალება, ფილტვების დაავადებების, თირკმელებსა და შარდსასქესო ორგანოებში კენჭების დროს. აიღეთ 50 ცალი თხილის გული, დაასხით 1 ჭიქა თბილი წყალი და გააჩერეთ 10-12 საათი. გახეხეთ ან ბლენდერში გაატარეთ გულები და გააჩერეთ კიდევ 3 საათი. შემდეგ მოათავსეთ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადაწურეთ და დაამატეთ 5 სუფრის კოვზი ნაღები და 1,5 სუფრის კოვზი თაფლი. კარგად აურიეთ და მიიღეთ დღეში ორჯერ, ჭამამდე, 1 სუფრის კოვზის ოდენობით.
გულის იშემიური დაავადებების დროს სამკურნალოდ გამოიყენება ფოთლების ან ქერქის ნაყენი. შესაძლებელია, ერთდროულად ორივე ნაწილის გამოყენება (თანაბარი პროპორციებით). აიღეთ 1 სუფრის კოვზი ნედლეული და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1-1,5 საათი. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 2 სუფრის კოვზის ოდენობით.

პროსტატის ადენომის სამკურნალოდ აიღეთ 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ფოთლები, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დააფარეთ და გააჩერეთ. რომ გაგრილდება, გადაწურეთ და ორ ნაწილად გაყავით. ერთი ნაწილი დალიეთ დილით, ხოლო მეორე - საღამოს. მიიღეთ გამოჯანმრთელებამდე.
თხილის მიღება არ შეიძლება:
თხილის ფოთლებისა და ქერქის ნაყენის დიდი რაოდენობით მიღებას არტერიული წნევის მომატება შეუძლია. თხილის გული ხანდახან იწვევს კანის დაავადებებს. ასევე, მისი მიღება არ შეიძლება ალერგიული რეაქციის დროს.