თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან ყველაზე მეტი მოცულობის ბენზინი და დიზელის საწვავი რუსეთიდან არის იმპორტირებული (63,3%), იუწყებიან საქართველოს ნავთობპროდუქტების კავშირში.
რუსეთიდან საანგარიშო პერიოდში 691,7 ათასი ტონა საწვავია შემოტანილი.
საქართველოში საწვავის იმპორტიორი-ქვეყნების ტოპ-ხუთეული
ქვეყანა | მოცულობა, ათასი ტონა | წილი, % |
რუსეთი | 691,7 | 63,3 |
რუმინეთი | 162,0 | 14,8 |
ბულგარეთი | 82,1 | 7,5 |
აზერბაიჯანი | 69,4 | 6,4 |
ბელარუსი | 25,0 | 2,3 |
საქართველოში საწვავი ასევე შემოაქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა თურქმენეთი, საბერძნეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ვირჯინიის კუნძულები, უკრაინა და ჰონგ-კონგი.
მთლიანობაში, 2023 წლის 11 თვეში ნავთობპროდუქტების იმპორტმა 1.092,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3,4%-ით მეტია ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.
საწვავის იმპორტში ბენზინის წილი 52%-ს შეადგენს. ბენზინის იმპორტის 58,9% რეგულარის მარკის (А-91) საწვავზე მოდის, 39,2% - პრემიუმზე (А-95) და 1,8% - სუპერზე (А-98).