თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაფორმებული შესყიდვების წყალობით ორ წელიწადში თბილისის ცა სრულად იქნება დაცული, რაც აქამდე არ ყოფილა, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
უფრო ადრე თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უწყებამ ესპანურ, პოლონურ და შვედურ მხარეებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს შეიარაღებების შესყიდვის თაობაზე.
„ორ წელიწადში, გაფორმებული შესყიდვების მიღების შედეგად, ფაქტობრივად სრულიად გვექნება დაცული სამივე ეშელონი თბილისის ცა, მათ შორის, სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ობიექტები და სხვა. ეს არასოდეს ყოფილა საქართველოში და ჩვენ ამას მივაღწევთ“, – განაცხადა ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ევროკავშირის მიერ დახმარების სახით გადმოცემული 30 მლნ ევროს წყალობით, რომელიც საქართვლომ 2021 წლიდან მიიღო, თავდაცვის სამინისტრომ შეძლო შეთანხმებების დადება საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შესყიდვის შესახებ, რაც ქვეყანაში მანამდე არ ყოფილა.
მინისტრის თქმით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის ასევე მნიშვნელოვანია შიდა წარმოების მოგვარება, კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება.
ქართულ–პოლონური კომპანია „დელტა–ვებე“, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების პროექტს ახორციელებს, ქართულ საწარმო „დელტა ინტერნეიშენალსა“ და პოლონურ კომპანია WB Electronics-ს შორისდადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.
სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით კომპანია „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ-ცენტრის გახსნასაც ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ.
აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად მუშაობენ. საწარმო წელიწადში ასობით დრონის გამოშვებას შეძლებს. ამ ეტაპზე კომპანიაში WARMATE-ისა და FLYEYE-ს ტიპისუპილოტო საფრენი აპარატების საამწყობო ხაზის გამართვის პროცედურები მიმდინარეობს.
ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრომ 2023 წელს ხელიმოაწერა მნიშვნელოვან შესყიდვებს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით, რაც პასუხობს თავდაცვის ძალების საშუალოვადიან და გრძელვადიან განვითარებას.
„გრძელვადიან განვითარებაში ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, თუ სად უნდა მივიდეთ საშუალებების მხრივ 10 წლის განმავლობაში. ჩვენ ამ სამიზნეს გაცილებით გადავაჭარბეთ, გავასწარით და დავდეთ ისეთი ხელშეკრულებები ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების მიმართულებით, რომელიც აქამდე არ ყოფილა“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მისი თქმით, ევროკავშირის დახმარება13 მილიონი ევროსოდენობით, რომელიცსაქართველომ 2021 წელსმიიღო, პირველიპრეცედენტი იყო. შემდეგ წელსქვეყანამ 20 მილიონიმიიღო, შემდეგ =– 30 მილიონიდა ასეთიპროგრესი გრძელდება.
როგორც მინისტრმა განმარტა, უკვე გაფორმებულიშესყიდვების მიღებისშედეგად ორ წელიწადშისრულად იქნება დაცულითბილისის ცა, მათ შორისსტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრობაზები დაა.შ.
„ეს არასდროსყოფილა საქართველოშიდა ჩვენამას მივაღწევთ. ფაქტობრივად, უკვეამისკენ გადადგმულინაბიჯები ამისგარანტიაა“,– აღნიშნა ბურჭულაძემ.