თბილისში წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

ფესტივალზე წარმოდგენილი წიგნები ფასდაკლებით გაიყიდება
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. 23 და 24 დეკემბერს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ წიგნების გამოცემა-გავრცელებაში ჩართული ორგანიზაციები. ღონისძიებაზე ფასდაკლებით გაიყიდება როგორც საბავშვო, ასევე მოზრდილთა ლიტერატურა.
გარდა წიგნის გამოფენა-გაყიდვისა, ფესტივალზე მისულ სტუმრებს ლიტერატურული პროგრამა ელოდება. შედგება ახალი პუბლიკაციების პრეზენტაციები და განხილვები.
ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.