თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სურთ საქართველოში მედიკამენტების პირადი მოხმარებისთვის შემოტანა, ამის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატი დამტკიცებულია საქართველოს მიერ აღიარებულ უცხო ქვეყნებში გამოსაყენებლად.
შესაბამისი ცვლილებები წესებში ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. საქართველოს მიერ აღიარებული ქვეყნების სიაში შედის ევროკავშირის ყველა ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, აშშ, ახალი ზელანდია, კანადა, სამხრეთ კორეა, თურქეთი და ისრაელი.
გარდა ამისა, სხვა ქვეყნებში აღიარების შემთხვევაში არაკომერციული მიზნებისთვის ინდივიდუალური საჭიროებებისთვის მედიკამენტების შემოტანა ნებადართულია ფარმაცევტული პროდუქტების რეალიზაციის უფლების მქონე პირთათვის, რომლებსაც აქვთ კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სერტიფიკატი, და ასევე სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რომლებსაც სტაციონარული მკურნალობის ნებართვა გააჩნიათ.
იგივე წესი ვრცელდება კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტებთან გათანაბრებულ მედიკამენტებზე.