თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. პოლონეთის ქალაქ გდანსკში 8,6 ათასი ევროს ღირებულების სუნამოს ქურდობის ბრალდებით 21 წლის ქართველი დააკავეს, იუწყება პოლონური მედია პროკურატურაზე დაყრდნობით.
მამაკაცს ბრალად ედება სხვადასხვა ქალაქების მაღაზიებიდან ქურდობის რამდენიმე ეპიზოდი. ის დააკავეს მას შემდეგ, რაც დაცვის თანამშრომელმა მაღაზიიდან დაახლოებით 700 ევროს ღირებულების სუნამოების ქურდობის ფაქტი შეამჩნია.
მამაკაცმა დაცვის თანამშრომელთან ჩხუბი დაიწყო და ის პოლიციამ დააკავა. ის ეჭვმიტანილია ხუთ ქალაქში მომხდარ ქურდობებში.
ახლა პროკურატურა დაკავებულის დაპატიმრებას მოითხოვს.