დაცვის პოლიციის ინსპექტორი ძალადობაში ამხილეს

დაკავებულ ინსპექტორს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ძალადობის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მონაცემებით, ინსპექტორმა მოქალაქეს თავიდან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რამდენიმე დღეში დაზარალებული მოქალაქის შვილს და მის მეგობარს სცემა, ერთი კვირის შემდეგ კი კვლავ ფიზიკურად გაუსწორდა დაზარალებულს და დახრჩობით დაემუქრა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული დააკავა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე.
თავდასხმა ადვოკატზე: ორ პირს, მათ შორის არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა >>
დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას.