თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 15 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), რაფიელ ერისთავის, ფალიაშვილის, ბარნოვის, ირაკლი აბაშიძის, ნაფარეულის, კეკელიძის, თაყაიშვილის, ბაზალეთის, დიდიმ მირცხულავას, ატენის და არეშიძის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ვლადიმერ ვორონინის, ბათუმის, გორის, ვახუშტი ბაგრატიონის, ფოთის, ეგნატე და ვახტანგ ფიფიების, თევდორე მღვდლის, ცაბაძის და ცემის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ წინამძღვრიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, ჩიქობავას, ჩერნიშევსკის, არჩილ ქურდიანის და ზაქარია ქურდიანის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ლაითურის, ხუდადოვის, წერონისის, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, დავით იოსელიანის, ახალმოწამეთა, კეხვის, ანდრონიკაშვილის და მარიამ დადიანი-ანჩაბაძის ქუჩების მოსახლეობას.
12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ბეჟანიშვილის, ლომთათიძის, ზედაზენის და ნათაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, პეტრიწის და მეფე არჩილის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) დიდი დიღმი III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ახალციხელის, დემეტრე თავდადებულის, მეფე არჩილის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ხიზანიშვილის და სამხარაძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), საქსოფმანქანის დასახლების, ფრანგულიანის, ჭირნახულის, იუმაშევის, ნამორაძის, გოკიელის და აფხაზავას ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და მიხეილ გახოკიძის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.