ბათუმში ბინებზე მოთხოვნა შემცირდა - ახალი კვლევა

2023 წლის ოქტომბერში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 6,2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 940 აშშ დოლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ბათუმში საცხოვრებელი ფართების ყიდვა–გაყიდვის გარიგებების რაოდენობა 2023 წლის ნოემბერში 41%-ით შემცირდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – გაიყიდა 993 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარების მიმოხილვის თანახმად, ბაზრის მოცულობა ნოემბერში 43%-ით შემცირდა და 43 მლნ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, ახალი ბინების გაყიდვა 44%-ით შემცირდა, ძველი ბინების – 24%-ით.
2023 წლის ოქტომბერში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 6,2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 940 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 0,3%-ით, 737 აშშ დოლარამდე შემცირდა.
თბილისში ბინებზე მოთხოვნა შემცირდა - ახალი კვლევა>>>
ბათუმში 2023 წლისიანვარი-ნოემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 15%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა.