არჩევნებში „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს - ოპოზიციონერი

საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.
Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხიდან ვარსკვლავებს არ წყვეტს, მაგრამ მაინც მოუგებს არჩევნებზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" (ენმ), განაცხადა დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „გირჩიდან" იაგო ხვიჩიამ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება.
„ფაქტია, რომ „ოცნება" მოიგებს და უნდა მოიგოს კიდეც. ვარსკვლავებს არ წყვეტს „ქართული ოცნება", მაგრამ მსგავს მოწინააღმდეგეს, რომელსაც შეთანხმების უნარი არ აქვს და სულ ისტერიკაშია, უნდა მოუგოს", - განაცხადა ხვიჩიამ.
მან აღნიშნა, რომ ენმ, რომელიც პარლამენტში 2020 წლის არჩევნებით მოხვდა, არ მონაწილეობს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში.
ოპოზიციონერის აზრით, არჩევნების სტრატეგია შემდეგი უნდა იყოს: არჩევნებში მონაწილეობს სამი პარტია - „ქართული ოცნება", „ნაციონალური მოძრაობა" და „გირჩი" და ვერცერთი ვერ იღებს 50%-ს.
„სწორედ ამიტომ გვჭირდება დამბალანსებლის როლი. ჩვენი გამარჯვება იქნება იმდენი ხმების აღება, რამდენიც საჭიროა ქოცების და ნაცების დაბალანსება, რადგან მათ არ ჰქონდეთ უმრავლესობა", - აღნიშნა ხვიჩიამ.
„ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს - დიმიტრი ხუნდაძე>>
საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს მთლიანად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ამავდროულად, მმართველი პარტია ინარჩუნებს პირველ ადგილს და მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მთავარ კონკურენტს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.