თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს 51 ახალი ავტობუსი გადაეცათ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".
რეგიონების მიხედვით ავტობუსები ასე გადანაწილდა: მარნეული - 4, დმანისი - 3, ბორჯომი - 6, რუსთავი - 20, მცხეთა - 10, ბოლნისი - 4, თეთრიწყარო - 3.
„ისუზუს" მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და გათვლილია 47 მგზავრზე. ავტობუსები მოქალაქეების შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებას მოემსახურება.
გარდა ამისა, შეძენილია 90-მდე ნაგავმზიდი, რომლებიც ყველა რეგიონში განაწილდება.
სამთავრობო პროექტით, 38 მუნიციპალიტეტისთვის სულ 154 ავტობუსის შეძენა იგეგმება.