თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიასა და საზოგადოებას მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის წლიურ ანგარიშს ორშაბათს, 18 დეკემბერს წარუდგენს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიებაზე მიწვეული იქნებიან მედიის, მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლები. მთავრობის მეთაური 2023 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს და ასევე ისაუბრებს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
გასული წლის შემაჯამებელ ანგარიშს პრემიერი, ტრადიციულად, დეკემბრის ბოლოს მართავს. რაც შეეხება პარლამენტის წინაშე ანგარიშის წარდგენას, რეგლამენტის თანახმად, ეს ღონისძიება ყოველწლიურად ივნისში იმართება.